- მედიაანონსი
- შეიცავს შეტყობინებას მოსალოდნელი ღონისძიების შესახებ. ის, პირველ რიგში, საინფორმაციო სააგენტოებს უნდა გადაუგზავნოთ, რომლებიც, თავის მხრივ, სხვა საინფორმაციო საშუალებებში გაავრცელებენ თქვენს შეტყობინებას. რამდენადაც მედიაანონსი არჩევანის საშუალებას აძლევს ჟურნალისტს - გადაწყვიტოს დაესწრება თუ არა თქვენს ღონისძიებას, ანუ დააინტერესებს თუ არა ეს მის მკითხველს, ეს შეტყობინება ისე უნდა დაწეროთ, რომ ჟურნალისტების დაინტერესება და მოზიდვა შესძლოთ.Source: პრესმედიატორი : მედიასთან ურთიერთობის პრაქტიკა - თბ., [2003]
Georgian encyclopedia. 2013.